ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვისაც წამოახველებს, არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი სჭირს”- პაატა იმნაძე

იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, საქართველოში ახლა გრიპის სეზონია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა სიმპტომებიან ადამიანს კორონავირუსი სჭირს.

როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “ვისაც წამოახველებს, არ ნიშნავს, რომ მას კორონავირუსი სჭირს”.

“დღეს საქართველოში უამრავ ადამიანს აქვს გაციების სიმპტომები. რას ნიშნავს კორონავირუსის სიმტომი? დღეს არის გრიპის სეზონი და ვისაც ტემპერატურა აქვს საქართველოში და ვისაც წამოახველებს, ყველაზე თუ იფიქრეს, რომ კორონავირუსია, ეს არის უბრალოდ პანიკის დათესვის მცდელობა, ასე ვფიქრობ”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შედეგად, სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვები დაწესდა.

რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობას, დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 67 შემთხვევაა. მათგან 9 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....