ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურნავას თქმით, საკარანტინო სივრცე დაახლოებით 50 სასტუმროშია განთავსებული

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია ტურნავას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონად დაახლოებით 50 სასტუმროა გამოყენებული.

როგორც მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, ამ სასტუმროების დეზინფექცია ყოველდღიურად ხდება.

“დაახლოებით 50 სასტუმროა ჩართული პროგრამაში და ეს რაოდენობა იზრდება. სასტუმროები ძალიან კარგად გვეთანამშრომლებიან და მათ ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. ყველა წესი მკაცრადაა დაცული. და როდესაც კარანტინის რეჟიმი დასრულდება, ამ სასტუმროების სრული დეზინფექცია კიდევ ერთხელ მოხდება”,- განაცხადა ნათია თურნავამ.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შედეგად, სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვები დაწესდა.

რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობას, დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 67 შემთხვევაა. მათგან 9 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....