ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან მძიმე კვირა დაიწყო, გამოყოფილი 4 კლინიკა ნაკადს ვერ აუვა”- ნეიროქირურგი გიორგი გეგია

ნეიროქირურგი გიორგი გეგია კორონავირუსის გამო შექმნილ ვიტარებას აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში უმძიმესი პერიოდი დაიწყო.

გიორგი გეგია ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

ნეიროქირურგი ამბობს, რომ პაციენტების მოსატავსებლად გამოყოფილი 4 კლინიკა  ნაკადს ვერ აუვა და ახლა გამოძნდება ზუსტად, ქვეყანას რა შეუძლია.

ექიმი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დარჩნენ სახლში, ვინაიდან ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ვირუსის ფართო გავრცელების თავიდან ასარიდებლად.

„ძალიან მძიმე კვირა დაიწყო. ვფიქრობ ახლა გამოჩნდება რის მაქნისები ვართ, რა შეგვიძლია. ეს იქნება კვირა როცა გამოყოფილი 4 კლინიკა ვერ აუვა ნაკადს. მზად ვართ? არა. მზად არ ვართ. გვეშინია? გვე
შინია. რის იმედი გვაქვს? ერთადერთი იმედი ამ ძნელბედობის ჟამს არის ჩვენი ერთი ხედვა, ერთი მიზნისკენ სვლა, დავალების გაგება და შესრულება. ჩვენ იმ საქმეს რაც გასაკეთებელია გავაკეთებთ, თქვენი გასაკეთებელიც ძალიან ბევრია და რთული, მაგრამ გთხოვთ… დარჩით სახლში..“

საქართველოში დღეს  “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი წყარო ამერიკის კლასტერია. საერთო ჯამში, კორონავირუსის ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 66 შემთხვევაა. მათ შორის 9 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

 

იტვირთბა....