ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა, შინ ბეთმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ ისრაელმა ირანისთვის ჯაშუშობისთვის, მათ შორის, ირანის სადაზვერვო სააგენტოების მითითებით ისრაელის პორტებისა და ინფრასტრუქტურისთვის სურათების გადაღებისთვის, რუსეთის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა.
შინ ბეთის განცხადებით, ჯაშუშური საქმიანობის შემდეგ რუსეთის მოქალაქეს თანხას ციფრული ვალუტის მეშვეობით უხდიდნენ.
ისრაელური მედიის ინფორმაციით, ბრალდებული პირი ვიტალი ზვიგანიცევია, რომელიც ისრაელში სამუშაო ნებართვით ცხოვრობდა. პროკურატურის განცხადებით, ზვიგანიცევი და აგენტი ერთმანეთთან კონტაქტში ოქტომბრის დასაწყისიდან 4 დეკემბრამდე იყვნენ, როდესაც რუსეთის მოქალაქე საჰაერო ძალების ბაზის სიახლოვეს დააკავეს.
ცნობისთვის, ისრაელს ათეულობით მოქალაქე ჰყავს დაკავებული, რომლებიც ირანისთვის, სავარაუდოდ, ჯაშუშურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი. როგორც Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს, ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში თეირანის მხრიდან ისრაელის ინფილტრაციის ყველაზე დიდ ძალისხმევის ნაწილია.

