“თუ ყველა შემდეგ მითითებას დავიცავთ და იმ ხარისხით შევასრულებთ, რითაც მითითებულია, ჩვენ შევძლებთ, ეპიდემიური აფეთქება გაცილებით უკეთესად გადავლახოთ, ვიდრე ამას ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყანა აკეთებს. ამისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მხოლოდ მთავრობა ვერ გახდება თითოეული მოქალაქის ქცევაზე პასუხისმგებელი.”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
ამის შესახებ მინისტრმა “მოამბის” ეთერში განაცხადა.
23 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 61 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 8 ვირუსისგან სრულად განიკურნა.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
საქართველო უკვე მიიღებს სწრაფ ტესტებს და მოსახლეობაზე ტესტირების ჩატარება 25 მარტიდან დაიწყება.