ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოთხშაბათიდან ჩვენ უკვე შეგვიძლია, დავიწყოთ მოსახლეობის სწრაფი ტესტირება”- ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ხვალიდან სწრაფ ტესტებს მიიღებს, რაც საშუალებას იძლევა კორონავირუსის ინფექციაზე გამოკვლევა მოსახლეობის დიდ ჯგუფებს ჩაუტარდეს.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოქალაქეების ტესტირება 25 მარტიდან დაიწყება.

“როგორც ჩვენ დავაანონსეთ, ხვალ ველოდებით ტესტების შემოტანას. ეს იმას ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან ჩვენ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი, ანუ სწრაფი ტესტირება. ეს ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს ძშალიან დაეხმარებათ, რომ კორონავირუსის არსებობა დროულად აღმოაჩინონ,-“აცხადებს ტიკარაძე.

მინისტრის ცნობით, ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად და მათი რაოდენობა საკმარიისა, რათა დიდი ჯგუფების გატესტვა მოხდეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული 8 პირი უკვე გამოჯანმრთემდა. 5-მა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა, მათგან 2 პირი დღეს გაწერეს.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე დიაგნოზით გუშინ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.

იტვირთბა....