ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

როგორ ენდელაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა, საერთო ჯამში, გამოჯანმრთელებულია 8 პაციენტი.

“განკურნებული პაციენტებიდან ერთი ძალიან მძიმე იყო… დიდი იმედი გვაქვს, რომ დაბალი პროცენტობა გვექნება სიკვდილობის სხვა ქვეყნებთან შედარებით. იმ კვირაში კიდევ იქნებიან გამოჯანმრთელებულები”, – უთხრა მარინა ენდელაძემ “იმედს”.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....