მთავარი ციტატა

“ღმერთმა დაიფაროს და ვინმეს რამე რომ მოუვიდეს, მღვდელი მკვდრეთით ვერ აღადგენს მათ”, – ანდრია სარია

“შესაძლოა მე მწამდეს, მაქსიმალურად მივიდე და ვეზიარო ყოველ კვირას, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მე დავაინფიცირო სხვაც. შესაბამისად, ეს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სახელმწიფომაც და ეკლესიამ ხელი უნდა შეუწყოს, ერთმანეთს კი არ უნდა ეჩურჩულონ; აქ ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. ზოგიერთი მოწრმუნისგან ისიც კი გვსმენია ჩვენ, რომ ეს სიცოცხლე არ არის მნიშვნელოვანი. მღვდელი ვერ აღადგენს მათ მკვდრეთით, ღმერთმა დაიფაროს და, ვინმეს რამე რომ მოუვიდეს, ამიტომ მეტი სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო”

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია

TV პირველი, ანა წერეთლის “დღის ამბები”

შეგახსენებთ, დღეს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და საკვირაო ქადაგებისას მრევლს მიმართა.

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

 

იტვირთბა....