აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა „ჩემი მეგობარი“ დაურთო.
ტრამპმა კიდევ ერთი ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან ერთად არის. ფოტო მაშინ არის გადაღებული, როდესაც სი ძინპინი დონალდ ტრამპს შენჭენის აეროპორტში პირადად დახვდა. ამ ფოტოს მან წარწერა „მეგობრები“ დაურთო.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდა.

