“ინფექციის დამარცხებისა და პრობლემის რადიკალური გადაჭრის ორი გზა არსებობს – ვაქცინა და მედიკამენტი. ვაქცინები უკვე მზადაა, უკვე დაიწყო აშშ-ში პირველი ვაქცინის გამოცდა, თუმცა არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული ოპტიმიზმი, თვითონ ისინი აცხადებენ, რომ ვაქცინის გამოცდიდან მის ფართო ხმარებაში დანერგვამდე გადის 1 წელი მაინც, ყველაზე კარგ შემთხვევაში – 8-10 თვე მაინც”
თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაცემა “უნი-ვერსია”
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, https://stopcov.ge/-ზეა განთავსებული.
გარდა ამისა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მთელი საქართველოს მასშტაბით გუშინ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.