მთავარი ციტატა

“უკვე აზრი აღარ აქვს, რომელ ქვეყანაზე ვილაპარაკებთ – ევროპაა და დამთავრდა”

“5 ახალი პაციენტიდან ერთი არის ახალი წყაროდან. უკვე აზრი აღარ აქვს, რომელ ქვეყანაზე ვილაპარაკებთ. ევროპაა და დამთავრდა. ევროპიდან არის ერთი ახალი შემთხვევა შემოტანილი, მეორე შემთხვევა ჩვენს ცენტრში არის ჩვენთან მყოფი ადამიანის კონტაქტი და არის ბავშვი. მისი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის მძიმე და იმედია, რომ არ იქნება”

მარინა ეზუგბაია, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ ინფორმაცია  საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, https://stopcov.ge/-ზეა განთავსებული.

გარდა ამისა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

მთელი საქართველოს მასშტაბით გუშინ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

იტვირთბა....