ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა უცნაურია, მთელი მსოფლიო რომ თავს იკავებს, ახლა მოუნდა მოგზაურობა” – იმნაძე

იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, კორონავირუსით დაინფიცირებული ბოლო პაციენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც იმნაძე ამბობს, პირი, რომელსაც კორონავირუსი დღეს საღამოს, აჭარაში დაუდასტურდა, საფრანგეთის მოქალაქეა.

“ცოტა უცნაური შემთხვევაა, საფრანგეთის მოქალაქეა. რატომღაც ახლა მოუნდა მოგზაურობაში წასვლა, მთელი მსოფლიო რომ თავს იკავებს. ჩვენამდე იყო საბერძნეთში, შემდეგ ჩამოფრინდა საქართველოში. იმყოფებოდა კარავში, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, უცხოეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლა სასეირნო და სამოგზაურო მიზნით შეზღუდულია.

ადვილად მისადევნებელი შემთხვევაა, იმიტომ, რომ არის შემოტანილი შემთხვევა და იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში”, – აცხადებს იმნაძე.

საქართველოში დღეს 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 54 შემთხვევაა დადასტურებული.  

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....