“ევროპული საქართველო“ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დროებით წყვეტს ბოიკოტს და პარლამენტში შედის – ამის შესახებ დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ევროპული საქართველო” დაარღვევს პოლიტიკურ ბოიკოტს, ჩვენ ვაპირებთ, შევიდეთ პარლამენტის სხდომაზე და მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. საგანგებო მდგომარეობას გააჩნია კონკრეტული შეზღუდვები, მას შესაძლოა გააჩნდეს არასასურველი გვერდითი ეფექტები, ამიტომ ნეგატიური პროცესების მინიმიზაციისთვის, ჩვენი ხედვით, საგანგებო მდგომარეობა მკაფიოდ უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: პირველი – უნდა იყოს ვადაში გაწერილი, მეორე – უნდა იყოს ჩამოთვლილი კონრკეტული ღონისძიებები, თუ რა ფორმით და რა პირობებში ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები. ამ ორი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩვენ მხარს დავუჭერთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი, 48-ე შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.
იხილეთ ვიდეო: