aviabiletebi
მთავარი ციტატა

“არ ვეთანხმები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას”, – გიორგი ვაშაძე

“ღმერთო ჩემო, აღარ ვიცი, რა ვქნა, რადგან მართლა პირველი ვიყავი პოლიტიკოსებს შორის, ვინც აბსოლუტური მორატორიუმი გამოაცხადა კრიტიკაზე და ვთქვი, რომ ახლა კრიტიკის დრო არ არის. შევთავაზე კიდეც ხელისუფლებას, რომ მზად ვარ, სადაც გინდათ, მოვიდე და ჩავერთო, მაგრამ ამდენ არასწორ გადაწყვეტილებას რომ ვხედავ, როგორ არ ვილაპარაკო. ახლა შემომისევენ “ქოცტროლებს”. არ ვეთანხმები საგანგებო ვითარების გამოცხადებას, ერთი მხრივ, გვეუბნებიან, ყველაფერი კონტროლქვეშ არისო და, მეორე მხრივ, გვეუბნებიან, საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოვაცხადოთო, რატომ, ხალხო?!”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი ვაშაძე, “ახალი საქართველოს” ლიდერი

TV პირველი, “ვახო სანაიას დღის ამბები”

შეგახსენებთ, საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში.

დღეს საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით 47 ადამიანია დაინფიცირებული. ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

 

იტვირთბა....