ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ინდულგენცია მიეცემა კორონავირუსით დაავადებულ მორწმუნეებს…” – “წმინდა საყდარი”

„ინდულგენცია მიეცემა კორონავირუსით დაავადებულ მორწმუნეებს, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან სახლებში ან საავადმყოფოში, ასევე სამედიცინო პერსონალს, ოჯახის წევრებს და ყველას, ვინც ინფიცირებულებს უვლის.“

აღნიშნულ განცხადებას “წმინდა საყდარი” ავრცელებს, რის მიხედვითაც კათოლიკური ეკლესია კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს და კარანტინში მომუშავე პერსონალს ცოდვებს შეუნდობს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 256,809 მიაღწია. გარდაიცვალა 10,540 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 89,920 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 44 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1925 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....