aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ ერთად, თუმცა, დისტანციურად” – პრეზიდენტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. რითაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობას ეხმაურება.

მისი თქმით, მოსახლეობამ ახლა უნდა შეძლოს მძიმე პერიოდის გადატანა და გამოწვევაზე გამკვლავება.

“საერთოდ, მე დაბადების დღეს ვიხდი ტრადიციულად ჩემს ქალიშვილთან ერთად, რომელიც დაბადებულია 22 მარტს. სამწუხაროდ, ამ წელს ის არის ამერიკაში, იქიდან ვერ ჩამოდის. თემურაზი, მეორე შვილი არის პარიზში, იქიდანაც ვერ ჩამოდის და ვერ მოვახერხეთ, რომ ერთად, ოჯახურად გადავიხადოთ ეს დაბადების დღე, როგორც გვჩვევდა, მაგრამ ეს არის ბევრის ხვედრი დღევანდელ დღეს…

… ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი ჩვენთვის და მე ამას გიზიარებთ, რომ ეს უნდა გადავიტანოთ, ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ ერთად, თუმცა, დისტანციურად დღევანდელ დღეს.

მე მინდოდა ამ მიმართვით იმის მაგალითი მოგცეთ, რომ მე დღეს არც მეგობრები არ მყავს სახლში და არც ვიხდი დაბადების დღეს. ეს უნდა შევიგნოთ, რომ დღეს არ არის დრო არც დაბადების დღის გადახდის, არც, სამწუხაროდ ქელეხის, არც ქორწილის, ეს ყველაფერი უნდა გადავდოთ ცოტა ხნით და მერე ბევრად უფრო სხვანაირად გადავიხდით ყველაფერს, რაც საჭირო არის, მაგრამ დღეს არა.

დღეს არც მეგობრებთან არ უნდა შეიკრიბოთ, ეს არის ჩვენი ვალდებულება მეგობრების მიმართ, რომ იმათ არ შევუქმნათ რამე საფრთხე. ნებისმიერი ჩვენთაგანი, ისე, რომ არც ვიცით, შეიძლება, ვიყოთ გადამდები, შეიძლება, ჩვენ ვატარებდეთ ამ ვირუსს, ასე რომ ძალიან უნდა გავუფრთხილეთ ჩვენს ახლობლებს, ოჯახს, მეზობელს და ჩვენი ქვეყნის ყველა მკვიდრს, ჩვენ ვართ ყველაზე პასუხისმგებელი” – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 38 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია. გარდაიცვალა 8 007 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 82 030 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....