“მსოფლიოს ყველა ქვეყანა დაავადებულებს ერთნაირად მკურნალობს. ჯერ არ არსებობს დაავადების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტი. არსებობს მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა. გამოცდები მიდის სხვადასხვა პრეპარატის, მათ შორის, ებოლასი, შიდსის, მალარიის და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩანს კოპანია “გილიადის“ მიერ შექმნილი ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი”.
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
იმნაძემ ამის შესახებ “2020NEWS”-თან ინტერვიუში განაცხადა.
დღეს კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათგან ორი პაციენტი მოთავსებულია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ორი კი – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ყველა მათგანის კონტაქტი დადგენილია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 არასრულწლოვანია. დაფიქსირებული შემთხვევებიდან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.
11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.