მთავარი ციტატა

“შემთხვევების მატებას ვერ აცდება ვერც საქართველო და ვერცერთი სხვა ქვეყანა”

“მატებას ვერ აცდება ვერც საქართველო და ვერცერთი სხვა ქვეყანა. ასე რომ, ინფიცირების შემთხვევების მატებას ველოდებით. ჩვენი მთვარი ამოცანა არის ის, რომ ეს მატება მიმდინარეობდეს ნელი ტემპით და გავრცელება იყოს კონტროლირებადი”.

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის და  ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

იმნაძემ ამის შესახებ “2020NEWS”-თან ინტერვიუში განაცხადა.

დღეს კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათგან ორი პაციენტი მოთავსებულია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ორი კი – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ყველა მათგანის კონტაქტი დადგენილია. 

ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 არასრულწლოვანია. დაფიქსირებული შემთხვევებიდან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.

იტვირთბა....