„საქართველოს უამრავი ჭირიანობა გადაუტანია, მაგრამ ჩვენ არ გადავშენებულვართ. არავითარი სერიოზული საშიშროება ეს ვირუსი არ არის, ჩვეულებრივი გრიპია, ოღონდ ახალი სახით. ჩვენ არ უნდა გადავაქციოთ ეს რაღაც ტრაგედია, ფსიქოზად და მით უმეტეს, მთავრობამ არ უნდა გამოიყენოს თავისი ეკონომიკური თუ რაღაც სხვა გეგმების შესასრულებლად. ერთი ორი კვირა და აპრილისთვის ეს პანდემია ჩაქრება და ჩვენ დავრჩებით იმ ბოსელში, რომელიც ივანიშვილმა აგვიშენა და ეს ბოსელი ჩვენი დასანგრევია. ვერავითარი პანდემია ამაში ხელს ვერ შეგვიშლის. ბევრი დაავადება არის, რომელიც იწირავს ადამიანებს, იშემიური დაავადებით წელიწადში 16 მილიონი ადამიანი კვდება და საქართველოში პროცენტულად ძალიან ბევრი“
შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი
დღეს კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანის კონტაქტი დადგენილია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 არასრულწლოვანია. დაფიქსირებული შემთხვევებიდან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.