„შიდა გავრცელების ფაქტები იქნება ბევრი, ამიტომ გვჭირდება შიდა მობილიზება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ყველა წესი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის, რომ მივიღოთ ნაკლები ზიანი და უკეთესი შედეგი. ბავშვები რისკჯგუფში არ არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათზე არ ვიზრუნოთ. კონტროლიც, რეგულაციებიც და დაცვის მექანიზმებიც, რა თქმა უნდა, ბავშვებზეც გავრცელდება. საგანგებო მდგომარეობის წესთა უმეტესობა უკვე მოქმედებს”
დიმიტრი ხუნდაძე – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
დღეს კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანის კონტაქტი დადგენილია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 არასრულწლოვანია. დაფიქსირებული შემთხვევებიდან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.