მთავარი ციტატა

“ჩვენთან ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით მაღალ პროცენტად ითვლება”

ეზუგბაია

“ბავშვთა ასაკი როგორც მქონდა 0-დან 14 წლამდე გყავს ოთხი ბავშვი. პრინციპი, ეს ჩაითვლება შედარებით მაღალ პროცენტად, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. თუ არ შემოგვემატება ბავშვთა ასაკი, ეს პროცესი დაიწევს და გაუთანაბრდება იმ მონაცემებს, რაც არის სხვა ქვეყნებში”.

მარინა ეზუგბაია – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი

დღეს კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათგან ორი პაციენტი მოთავსებულია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ორი კი – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ყველა მათგანის კონტაქტი დადგენილია. 

ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 არასრულწლოვანია. დაფიქსირებული შემთხვევებიდან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.

 

იტვირთბა....