თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი არასრუწლოვანია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, არასრულწლოვან პაციენტებში დაავადებით პროგრესირება არ შეინიშნება.
„გყავს ოთხი ბავშვი. ეს ჩაითვლება შედარებით მაღალ პროცენტად, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. თუ არ შემოგვემატება ბავშვთა ასაკი, ეს პროცესი დაიწევს და გაუთანაბრდება იმ მონაცემებს, რაც არის სხვა ქვეყნებში.ხოლო, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, რაც ნიშნავს, რომ დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
დღეს კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ორი ინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დადგენილია მათი კონტაქტიც. ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტია. მთლიანობაში კი ქვეყანაში ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული.
11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.