“აუცილებელია ამ დაავადების წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა, იმიტომ, რომ ეს დაავადება ერთ თვეში და ორ თვეში არ ჩაივლის ან თუ ჩაივლის მან შეიძლება სეზონური გრიპის მსგავსი ხასიათი მიიღოს. ამიტომ ვაქცინა აუცილებლად იქნება საჭირო და შეიქმნება, მაგრამ ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა. ამ ეტაპზე ეტიოტროპული პრეპარატი , ანუ ზუსტად ამ ვირუსზე რომელიც მოქმედებს ასეთი ჯერ არ არის.”
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი – ამირან გამყრელიძე
“ტვ პირველი”
შეგახსენებთ, რომ 19 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 40 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 229, 973 მიაღწია. გარდაიცვალა 9, 386 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 86, 256 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.