დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
მათ დეტალურად ისაუბრეს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.
ამირან გამყრელიძემ დაადასტურა, რომ საქართველოში ვირუსის ე.წ. მესამეული გადაცემა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა. ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი შემთხვევები უკავშირდება იტალიას, ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.