“შემიძლია უკვე ვთქვა, რომ გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, საქართველოში კორონავირუსის გადაცემის მესამეული ფაქტი დაფიქსირდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი შემთხვევები უკავშირდება იტალიას, ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა.