aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ეგვიპტეში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ეგვიპტეში. ინფორმაციას ამის შესახებ ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, პაციენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა, მაგრამ მისი იდენტიფიცირება მოგზაურობის სქემის საფუძველზე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ჩინეთში 5000-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ხელისუფლება ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაავადებულთა შორის 1700 ადამიანი სამედიცინო პერსონალია.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, მხოლოდ პროვინცია ხუბეიში, კორონავირუსით 116 ადამიანი დაიღუპა.

ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, იმ რეგიონებში სადაც ვირუსის ყველაზე მეტად არის გავრცელებული, მედიკამენტებისა და დამცავი საშუალებების დეფიციტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა განაცხადა, რომ მათი პროგნოზით, კორონავირუსით შეიძლება დედამიწის მოსახლოების 2/3-ი დაინფიცირდეს. 

იტვირთბა....