ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ დაწესებული სანქციების ვადა კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივონ რუსეთს.
გადაწყვეტილება ელჩების დონეზე მიიღეს.
ევროკავშირმა შეძლო უნგრეთის ვეტოს დაძლევა.
მედია იუწყებოდა, რომ უნგრეთი სანქციების სიიდან რვა ადამიანის ამოღებას ცდილობდა, შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი ოთხი ადამიანის ამოღებას ითვალისწინებდა.
Reuters-ის თანახმად, ელჩები შეთანხმდნენ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სანქციების გახანგრძლივებას და სიიდან ამოიღეს სამი გარდაცვლილი ადამიანი, უნგრეთის ზეწოლის მიუხედავად სიაში დარჩა რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი.