ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

“შესაძლოა, მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი, ახალი კოროვირუსით დაინფიცირდეს” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველი

Bloomberg-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩევლის, ვირუსოლოგი ირა ლონჯინის განცხადების საფუძველზე, რომელიც ახორციელებდა კვლევებს, თუ როგორ ვრცელდება ჩინეთში ინფექცია, იუწყებიან, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი შესაძლოა კოროვირუსით დაინფიცირდეს

ლონჯინის თქმით, შესაძლებელია ვირუსის გავრცელების შენელება კარანტინებით, თუმცა ვიდრე ჩინეთის მთავრობა აღნიშნულ ზომებს მიმართავდა, ვირუსი სხვა ქვეყნებში გავრცელდა.

მისი შეხედულები ემყარება მონაცემებს, რომელიც აჩვენებს, რომ ვირუსით ინფიცირებული ყველა ადამიანი ინფექციას გადასცემს ორ ან სამ ადამიანს. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელებისთვის თვალყურის დევნება რთულია იმის გამო, რომ დაავადების სწრაფი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ის გამოვლენამდე უკვე გადამდებია.

შეგახსენებთ, კოროვირუსი 64 435 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დღევანდელი მონაცემებით კი დაღუპულთა რაოდენობამ კი1 486-ს გადააჭარბა.

იტვირთბა....