ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გიორგი ჩიკვაიძე თავს მხნედ გრძნობს და არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას” – ადვოკატი

ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატმა, თემურ ადონიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ გიორგი ჩიკვაიძე თავს მხნედ გრძნობს და არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.

შიმშილობა აქვს გამოცხადებული, შესაბამისად, თავს სუსტად გრძნობს. მესამე დღეა, რაც შიმშილობს, თუმცა თავს მაინც მხნედ გრძნობს და არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. დღეს ვაპირებ მის მონახულებას, დამატებითი ინფორმაცია შემდგომში მექნება“,– თქვა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე 11 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.

იტვირთბა....