ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Европейская правда ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანქციები ძალაში 2025 წლის 15 სექტემბრამდე რჩება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, უნგრეთი სანქციების გახანგრძლივებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც მისი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ევროკავშირმა სანქციების სიიდან სამი ადამიანი ამოიღო. უცნობია კონკრეტულად რომელ სამ ადამიანზეა საუბარი.