ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

ჩინეთში, კორონავირუსით ბოლო 24 საათში 5000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ჩინეთში 5000-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ხელისუფლება ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაავადებულთა შორის 1700 ადამიანი სამედიცინო პერსონალია.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, მხოლოდ პროვინცია ხუბეიში, კორონავირუსით 116 ადამიანი დაიღუპა.

ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, იმ რეგიონებში სადაც ვირუსის ყველაზე მეტად არის გავრცელებული, მედიკამენტებისა და დამცავი საშუალებების დეფიციტია.

შეგახსენმებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა განაცხადა, რომ მათი პროგნოზით, კორონავირუსით შეიძლება დედამიწის მოსახლოების 2/3-ი დაინფიცირდეს. 

იტვირთბა....