ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, ოპოზიციამ ბანერი “სირცხვილიას” გაკვრით პარლამენტის პიკეტირება დაასრულა

დღეს პარლამენტის წინ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. “შეცვალეს” წარმომადგენლებმა, პარლამენტთან კრემლის ბანერები გააკრეს.

პარლამენტთან იმყოფებიან “ევროპული საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობის” “ევროპული საქართველოსა” და “ლელოს” წარმომადგენლები.

ოპოზიციის გადაწყვეტილებით მსველობა მიმდინარეობს.. აქციის მონაწილეებმა  პარლამენტს შემოუარეს.

მსვლელობის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა, პარლამენის წინ ე.წ. ბოსტანზე, რომელიც თბილისის მერიამ რეაბილიტაციის მიზნით მწვანე საფარით შემოღობა, აქტივისტებმა ბანერი “სირცხვილია” და 20 ივნისის ფოტოები გააკრეს. სწორედ ამ ქმედებით დასრულდა დღევანდელი პარლამენტის პიკეტირება.

შეგახსენებთ, რომოპოზიციამ 4 თებერვლიდან პარლამენტთან აქცია-პიკეტორება დაანონსა თუმცა ბაღდათში მომხადრი ტრაგედიის გამო გუშნდელი აქცია გადაიდო. ბაღდათის რაიონში გუშინ ღამით საცხოვრებელი სახლის დაწვის შედეგად 6 ადამინი, მათ შორის 4 ბავშვი, 1 ფეხმძიმე ქალბატონი და ხანშიშესული ქალი  გარდაიცვალა.

იტვირთბა....