ბაღდათში საცხოვრებელ სახლში ხანძარს ექვსი სახანძრო ჯგუფი აქრობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა სახლს, რომელშიც სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული. ბაღდათის მერის, არჩილ გოგსაძის ინფორმაციით, სახლში სავარაუდოდ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე ხუთი ცხედარი იპოვეს. მათ შორის, სამწუხაროდ, ოთხი ბავშვია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.