მთავარი პოლიტიკა

“მინდა ვუთხრა ოცნებას, წელს აუცილებლად ჩამოშორდებით ქვეყნის მართვას”

“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალ, 4 თებერვალს, პარლამენტთან „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა იგეგმება.

ვაშაძის თქმით, ე.წ. სირცხვილის კორიდორის მოწყობა 10:00 საათზე დაიწყება და 13:00 საათამდე გაგრძელდება.

„ხვალ, 10:00 საათზე პარლამენტთან ვიკრიბებით ყველა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ასევე სრული კოორდინაცია გვაქვს ახალგაზრდებთან. გვექნება „სირცხვილის კორიდორი“ განსხვავებული ფორმით, ვიდრე აქამდე იყო – არ დავიწყებთ წინააღმდეგობას მანქანების გადაადგილების, მაგრამ უმრავლესობის თითოეულმა დეპუტატმა, ვინც პარლამენტში შედის, უნდა იცოდეს, რომ უნდა რცხვენოდეს, რადგან არიან ჩვეულებრივი ლაქიები…. ერთი რამ მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას” – ჩვენ უკან არ დავიხევთ და ვიბრძვით, რადგან გვიყვარს ჩვენი სამშობლო. თქვენ, როგორც ბოროტების წყარო, წელს აუცილებლად ჩამოშორდებით ქვეყნის მართვას. მოგიწევთ კომპრომისზე წასვლა და საზოგადოების აზრის გათვალისწინება. ვის ეშინია თქვენი, ლაჩრებო?”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

იტვირთბა....