ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ კორონავირუსს ბოლო მონაცემებით 213 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 9692-მდე გაიზარდა. 1500 ადამიანზე მეტის მდგომარეობა კი საკმაოდ მძიმეა.
მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების ორი ათასამდე ახალი შემთხვევა დასტურდება. ამ დროისთვოს ვირუსით ინფიცირებულები მსოფლიოს 18 ქვეყანაში გამოვლინდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს.
ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პირველი შემთხვევა უხანში დადასტურდა, თუმცა ამ გზით გადაცემის უკვე რვა შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაში, იაპონიაში, ვიეტნამსა და აშშ-ში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყაზბეგიდან ჩინელი ტურისტების ცხრაკაციანი ჯგუფი გუშინ შეიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთი ჩინეთიდან თავის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციასაც განახორციელებს.
ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. როგორც ცნობილია ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 18 ქვეყანაში ფიქსირდება.
საქართველოში საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა.
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდება.