ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

თურქეთი ჩინეთიდან საქართველოს 7 მოქალაქის ევაკუაციას განახორციელებს

თურქეთი ჩინეთიდან თავის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციასაც განახორციელებს – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

სატვირთო თვითმფრინავი, დედაქალაქ ანკარაში Etimesgut– ს სამხედრო აეროპორტს დატოვებს, რის შემდეგაც ჩინეთიდან 34 ადამიანის ევეკუაციას მოახდენს.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ქალაქ უხანში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. თურქეთი ასევე განახორციელებს აზერბაიჯანის 7 და ალბანეთის ერთი მოქალაქის ევაკუაციას.

მედიის ცნობით, თურქული სატვირთო თვითმფრინავი ქვეყანას დღეს დატოვებს. თვითმფრინავში წარმოდგენილი იქნებიან ექიმებიც, რომლებიც ინფექციური დაავადებების მიმართულებით მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. როგორც ცნობილია ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება.

საქართველოში საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა. 

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდება.

დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 170 ადამიანია, ხოლო ინფიცირებული – 7 700.

იტვირთბა....