ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

ამ დროისთვის, კორონავირუსი მსოფლიოს 17 ქვეყანაში ფიქსირდება

ჩინეთს გარდა კორონავირუსის დაახლოებით 80 შემთხვევაა დაფიქსირდებული. ამ დროისთვის, კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაშია აღმოჩენილი. ეს ქვეყნებია: ჩინეთი (მათ შორის ჰონგ-კონგისა და მაკაოს სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულები), ტაივანი, ავსტრალია, კამბოჯა, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, მალაიზია, ნეპალი, შრი ლანკა, სინგაპური, ტაილანდი, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, აშშ, ვიეტნამი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი – 5,974-მდე გაიზარდა.

ჩინეთის ქალაქ უხანიდან, საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს აშშ-მა და იაპონიამ. რამდენიმე ქვეყანა მოქალაქეების გაყვანისთვის ემზადება.

საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა. 

იტვირთბა....