ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. როგორც ცნობილია ის დუბაიდან თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად ტრანზიტული რეისით ჩამოფრინდა.
ის ჩინეთის მოქალაქეა და უხანიდან ჩამოვიოდა. ქალბატონს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და შესაბამისად ის იმყოფება რისკ ჯგუფში.
“იყო რისკ ფაქტორში და რისკნ ჯგუფში. ქონდა ტემპერატურა 37.7, ყელის ტკივილი. გადმოვიყვანეთ რომ დავადგინოთ ზუსტი დიაგნოზი. აღსანიშნავია, რომ შვილს ტემპერატურა არ აქვს” – განაცხადა სასწრაფოს ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყაზბეგიდან ჩინელი ტურისტების ცხრაკაციანი ჯგუფი ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთი ჩინეთიდან თავის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციასაც განახორციელებს.
ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. როგორც ცნობილია ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება.
საქართველოში საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა.
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდება.
დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 170 ადამიანია, ხოლოინფიცირებული 7 700-ს გადააჭარბა.