ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით 170 ადამიანი დაიღუპა

დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 170 ადამიანია, ხოლო დადასტურებულმა შემთხვევებმა 7 700-ს გადააჭარბა

როგორც ცნობილია ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება.

ვირუსის გავრცელება შეინიშნება ჩინეთის ისეთ რეგიონებში, სადაც ამ დრომდე არ ფიქსირდებოდა, მათ შორის ტიბეტშიც.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა.

საქართველოში საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა. 

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდება.

იტვირთბა....