ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

(ვიდეო) “შემოგვიშვეს, თუმცა უკან გასვლის უფლებას არ მოგვცემენ” – “ბიბისის” ჩინეთის კორესპონდენტი ვირუსის გავრცლების ადგილიდან ვიდეოს ავრცელებს

სტივენ მაკდონელი, “ბიბისი ნიუსის” ჩინეთის კორესპონდენტი საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჰუბეის პროვინციის ქუჩებში არსებული ვითარება ჩანს.

“ახლახან ჩამოვედი ჰუბეის პროვინციაში, საიდანაც კორონავირუსის გავრცელება დაიწყო. აქ, ქუჩებში, თითქმის არავინაა. საზღვარზე პოლიციამ გვითხრა, რომ შეგვეძლო შევსულიყავით, თუმცა უკან წასვლის უფლებას არ მოგვცემდნენ. ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს მთელი ჰუბეის პროვინცია, თავისი 30-მილიონიანი მოსახლეობით, ჩაკეტილია”, – წერს სტივენ მაკდონელი “ტვიტერზე”.

შეგახსენებთ, ვირუსის გამო, რომელსაც უკვე 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ჩინეთის დედაქალაქში გაზაფხულის სასწავლო სემესტრი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

განცხადება გაავრცელა ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ, მა სიაოვეიმაც. მისი თქმით, კორონავირუსის ახალი ტიპის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

საქართველოში ჩინეთიდან პირდაპირი ავიარეისები გაუქმებულია, ტრანზიტული გზით შემოსულ პირებს კი მედიკოსთა ჯგუფი ამოწმებს.

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო გამკაცრდება ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ზომები, რაც გულისხმობს მასშტაბური ღონისძიებების გაუქმებასა და ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას.

ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ აკრძალავს ველური ჯიშის ცხოველების გაყიდვას.

 

იხილეთ “ბიბისის” კორესპონდენტის ვიდეო:

იტვირთბა....