ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც ვითარებას ართულებს”, – ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელი

“კორონავირუსის ახალი ტიპის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს”, – ამის შესახებ ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ, მა სიაოვეიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ვირუსის შესახებ ხელისუფლებას შეზღუდული ცოდნა აქვს და ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა რისკს წარმოადგენს ვირუსის მუტაცია.

არსებული ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი შესაძლოა, ერთი დღიდან 14 დღემდე მერყეობდეს. გარდა ამისა, ვირუსი გადამდებია ინკუბაციის პერიოდშიც.

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო გამკაცრდება ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ზომები, რაც გულისხმობს მასშტაბური ღონისძიებების გაუქმებასა და ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას.

ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ აკრძალავს ველური ჯიშის ცხოველების გაყიდვას.

იტვირთბა....