პეკინში აცხადებენ, რომ ქალაქში გაზაფხულის სასწავლო სემესტრი ყველა საბავშო ბაღში, სკოლასა და უნივერსიტეტში გადაიდება. ინფორმაციას “სიენენი” პეკინის საგანმანათლებლო კომისიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქალაქის მასშტაბით შეჩერდება ყველა სხვა ტიპის სასწავლო პროგრამაც.
2020 წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყების ახალი თარიღი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.
შეგახსენებთ, განცხადება გაავრცელა ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ, მა სიაოვეიმაც. მისი თქმით, კორონავირუსის ახალი ტიპის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.
ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო გამკაცრდება ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ზომები, რაც გულისხმობს მასშტაბური ღონისძიებების გაუქმებასა და ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას.
ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ აკრძალავს ველური ჯიშის ცხოველების გაყიდვას.