ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ აკრძალავს ველური ჯიშის ცხოველების გაყიდვას. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი სწრაფად იზრდება.
ქალაქ ვუჰანში კორონავირუსის გავრცელება დაუკავშირეს მაღაზიას, რომელიც ზღვის პროდუქტებსა და ცოცხალ ცხოველებს ყიდდა, ველური სახეობების ჩათვლით.
შეგახსენებთ, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით სავარაუდოდ კიდევ 2700-მდე ადამიანია დაავადებული, მაგრამ მათი დიაგნოზი ჯერჯერობით არ დადასტურებულა.