aviabiletebi
მთავარი ციტატა

“არ მიკვირს, რომ მედიამ ლომჯარიას ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფნა, სხვაზე ადრე გაიგო” – იონათამიშვილი

“არ მიკვირს, რომ მედიამ სხვაზე ადრე გაიგო, რომ ქალბატონი ნინო იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში. ხშირ შემთხვევაში, თქვენ, ჟურნალისტები უფრო ინფორმირებული ხართ, ვიდრე ჩვენ, გადაწყვეტილების მიმღები პირები. გამოსარკვევია, როგორ და რანაირად მოხდა ამ ინფორმაციის მიწოდება. თუმცა მეორე მხრივ, ასევე ძალიან დიდი პრობლემა არის, როდესაც ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი, მხოლოდ იმიტომ რომ სახალხო დამცველი არ ასახელებს ვის შეხვდა და მას აქვს უფლება, არ დაასახელოს ვის შეხვდა, უწოდებს დაკომპლექსებულს. ეს მეორე უბედურებაა და კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რატი იონათამიშვილი – უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდა.

როგორც ლომჯარია ამბობს, ის კონკრეტულ პატიმრებს შეხვდა და ციხეში მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სისტემამ გაავრცელა.

იტვირთბა....