ერაყში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს, სულ მცირე 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ადგილობრივი მედია, Times of Israel ავრცელებს.
“რევოლუციური გვარდიის” ინფორმაციით, დაღუპული სამხედროები ვეტმფრენების საშუალებით გაიყვანეს სამხედრო ბაზიდან.
„ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა, რომ დაღუპულია 80, ხოლო დაჭრილია 200 ამერიკელი ჯარისკაცი ამერიკულ აინ ალ-ასადის ბაზაზე თავდასხმის დროს“, – წერს სააგენტო „მეჰრი ნიუსი“.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო “მეჰრი ნიუსი” ითვლება ირანში სამთავრობო გამოცემად.
როგორც, ირანული პრესა იუწყება, ამერიკული მხარე აცხადებს, რომ არანაირი მსხვერპლი არ არსებობს.
შეგახსენებთ, ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.
აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.
აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.
ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.
ირანის მუქარის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის – აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს”.
დღეს გამთენიიისას, ირანმა ერაყში, სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.