ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ირანი ამერიკას ერთ ყლუპად არ ეყოფა – ის ვერ გაბედავს თვითმკვლელობას”

“ჩვენს გარშემო უაღრესად დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარებაა, მაგრამ ცოტა ზედმეტია პანიკა გლობალური ომის გარდაუვალ დაწყებაზე. მსოფლიო ომს, როგორც წესი, იწყებენ შედარებით თანაბარი სიძლიერის პოლუსები, რათა გაარკვიონ საბოლოოდ ვის ეკუთვნის ბურთი და მოედანი. ირანი ამერიკას ერთ ყლუპად არ ეყოფა, შესაბამისად, ის ვერ გაბედავს მსოფლიო ლიდერზე თავდასხმას ანუ თვითმკვლელობას”

შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი

სოციალური ქსელი

აღნიშნული განცხადებით ნათელაშვილი ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

შეგახსენებთ, ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.

აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.

ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.

ერთ-ერთი ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთმა მეთაურმა, გოლამალი აბუჰემზამ, რომელიც გვარდიას კერმანის პროვინციაში მეთაურობს, სპარსეთის ყურეში ხომალდებზე თავდასხმის პერსპექტივაც არ გამორიცხა.

“ირანი ამერიკელებს დასჯის, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი”, – განაცხადა მან.

იტვირთბა....