“ირანი ამერიკელებს დასჯის, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი”, – ამის შესახებ ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთმა მეთაურმა, გოლამალი აბუჰემზამ განაცხადა.
ერთ-ერთი ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გოლამალი აბუჰემზამ, რომელიც გვარდიას კერმანის პროვინციაში მეთაურობს, სპარსეთის ყურეში ხომალდებზე თავდასხმის პერსპექტივაც არ გამორიცხა.
„ჰორმუზის სრუტე დასავლეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წერტილია, სადაც ამერიკული გამანადგურებლებისა და სამხედრო ხომალდების დიდი ნაწილი გაივლის.
ირანმა ამერიკული სამიზნეების იდენტიფიცირება დიდი ხნის წინ მოახდინა. ჩვენთვის ადვილად ხელმისაწვდომი 35 ამერიკული სამიზნე რეგიონში და ასევე თელ-ავივია”, – აცხადებს გოლამალი აბუჰემზა.