“ვითარების დეესკალაციისთვის და დაძაბულობის შემცირებისთვის დიპლომატიის დროა”, – ეს განცხადება დავით ზალკალიანმა აშშ-სა და ირანს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ დაგმეს ბოლოდროინდელი ძალადობა, პროვოკაციული თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე.
„ჩვენ დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა, პროვოკაციული თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე. აშშ-ს აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. ვითარების დეესკალაციისთვის და დაძაბულობის შემცირებისთვის დიპლომატიის დროა“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.
„შეშფოთებულნი ვართ ერაყში ძალადობით, ვგმობთ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე ბოლოდროინდელ თავდასხმას“, – წერს დავით ზალკალიანი.
შეგახსენებთ, ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.
ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მათ იმისთვის იმოქმედეს, რომ ომი შეჩერებულიყო.