„ჩვენ ვიმოქმედეთ, რომ ომი შეჩერებულიყო და არა იმისთვის, რომ დაწყებულიყო. სულეიმანმა თავისი ავადმყოფური მისწრაფებებით ტერორის სცენარი შეიმუშავა ისეთი რეგიონებისთვისაც კი, როგორიცაა ახალი დელი და ლონდონი. მისი ტერორით მმართველობა დასრულდა. ის აპირებდა დარტყმა განეხორცეილებინა ამერიკელ დიპლომატებზე და თანამშრომლებზე, მაგრამ ჩვენ ის ამ პროცესის დროს შევაჩერეთ“
დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი
შეგახსენებთ, ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.
ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.