ქვეყნის სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში არიან – ამის შესახებ ინფორმაცის ისრაელის არმიის რადიო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მზადყოფნა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების, „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და ღაზაში „ისლამური ჯიჰადის“ შესაძლო თავდასხმების გამო გამოცხადდა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა „სიტუაციის შესაფასებლად“ არმიის მეთაურებთან შეხვედრები გამართა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.
მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინიტრომ გაფრთხილება გასცა ისრაელის საელჩოებსა და მისიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაძლიერდეს.
შეგახსენებთ, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა. ამ თემას გამოეხმაურა ირანის სულიერი ლიდერი და განაცხდა, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი მკაცრი შურისძიება ელოდება.
პენტაგონმა ინფორმაცია დაადასტურა და დასძინა, რომ ერაყში თავდასხმის ბრძანება უშუალოდ დონალდ ტრამპმა გასცა